გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ქალთა შემოქმედებითი გამოფენა — „ქალი ქმნის“ გაიმართა

19-05-2026

გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ქალთა შემოქმედებითი გამოფენა — „ქალი ქმნის“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ხელოვანებმა -
თამილა რომაშვილმა, დალი ბაშარულმა, თამილა ვალიშვილმა და მაია კარბელაშვილმა საკუთარი ნამუშევრები საზოგადოებას პირველად წარუდგინეს.


გამოფენას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მონაწილე ქალბატონებს გამოფენაში მონაწილეობა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


გამოფენა მუზეუმების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მისი დათვალიერება მსურველებისთვის ერთი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა მუზეუმში გაიმართება.