გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სახლართი ბადით თევზჭერის ფაქტები გამოავლინა

19-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევჭერის 13 ფაქტი  გამოავლინეს. 


სამართალდარღვევები დაფიქსირდა სენაკის, ზუგდიდისა და ზესტაფონის ქალაქებში, ასევე ხობის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე - ჩხოუში, მუნჩია, წყალწითელა, გუბისწყალი, შავწყალა, ტეხურა, ძირულა და ალგეთი.

ბრაკონიერები თევზჭერისას სხვადასხვა ზომის სახლართი ტიპის ბადეებს იყენებდნენ.


სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას სახლართი ბადის გამოყენება აკრძალულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ამიტომ გამოვლენილი ფაქტების მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.


მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 86 ფაქტია გამოვლენილი.