გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება

16-12-2018

„საქართველოში ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის პირობებშიც შეუძლებელი იქნება რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება.

ირაკლი კობახიძემ ხაზასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციით შემოღებულია აბსოლუტურად დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ქვეყანა საბოლოოდ გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

„ჩვენ შემოვიღეთ აბსოლუტურად დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ჩვენ ასევე საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ძლიერდება პარლამენტი ამ სისტემაში, ძლიერდება ოპოზიცია, იზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო რეფორმასთან და ეს არის ნამდვილად მისალოცი ამბავი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.