გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: არის კონკრეტული მედიკამენტები, რომელთა ღირებულებაა მაგალითად, 3 მლნ დოლარი და 700 000 დოლარი, ამ წამლების თვითღირებულება ორივე შემთხვევაში არის მაქსიმუმ 300 და 700 დოლარი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი

19-05-2026

თავის დროზე მთავრობამ, მათ შორის, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და დღემდე დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები.


„იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც რეალურად არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. თავის დროზე მთავრობამ, მათ შორის, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და დღემდე დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც შეიძლება არ მოჰქონდეს არანაირი შედეგები, გარდა ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. საბოლოო ჯამში, ამ თანხების წლიური მოცულობა ძალიან მარტივად შეიძლება ავიდეს მილიარდ ლარამდეც კი. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფოს, მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს თანხების მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არ არის ჩვენი თანხა. მე პირადად, არაფერს ვკარგავ ამ თანხის გაცემით, პირიქით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქულების მომტანი იქნებოდა პერსონალურად მათ შორის, ჩემთვის და მთლიანად მთავრობის გუნდისთვის, მაგრამ მეორე მხარეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას.


წამლებზე როცა არის საუბარი, ასევე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი - წარმოიდგინეთ, რომ არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის მაგალითად, 3 მლნ დოლარი. არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის 700 000 დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება ორივე შემთხვევაში არის მაქსიმუმ 300 და 700 დოლარი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი მაფია, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები.


ამასთან ერთად, ჩვენ თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებთან. ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი პრაგმატული გადაწყვეტილებების მომზადებაზე. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან", - განაცხადა პრემიერმა.