გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სურსათის ეროვნული სააგენტო ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგოდ ფერმერებს კომპლექსური ღონისძიებების დროულ გატარებას ურჩევს

19-05-2026

მაისში მოსული უხვი ნალექი და ჰაერის ტემპერატურის მატება საქართველოს მევენახეობის ზონებში იდეალურ პირობებს ქმნის ვაზის ჭრაქის პირველადი და მეორეული ინფექციების გავრცელებისთვის.


დაავადების პრევენციისა და ეფექტური მართვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს კომპლექსური ღონისძიებების დროულ გატარებას ურჩევს.


ხშირი წვიმების დროს, მოსავლის შესაძლო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ კონტაქტური პრეპარატების გამოყენება არ არის ეფექტიანი, რადგან უხვი ნალექის პირობებში კონტაქტური პრეპარატები მთლიანად ირეცხება და წამლობა ეფექტს კარგავს. მაღალი ინფექციური ფონის და ხშირი წვიმების დროს, სისტემურ პრეპარატებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 10-12 დღეს (ნაცვლად სტანდარტული 14 დღისა). კონტაქტური პრეპარატების შემთხვევაში კი ინტერვალი 7 დღემდე მცირდება.


სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე ჯგუფის სისტემური პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენება ზრდის პრეპარატთან შეგუების რისკს და მოქმედების ეფექტს ამცირებს. ნებისმიერი ფუნგიციდის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის ეტიკეტი და ინსტრუქცია. მკაცრად დაიცავით დოზირება და უსაფრთხოების წესები.