გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელია რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების - დიზელის და საავიაციო საწვავების იმპორტი

20-05-2026

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში კვლავ დაშვებულია რუსული ნედლეულისგან დამზადებული დიზელისა და საავიაციო საწვავის იმპორტი. შეზღუდვის მოხსნა ეხება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც მესამე ქვეყნებშია გადამუშავებული. ამ ნებართვას კონკრეტული ვადა არ გააჩნია, თუმცა ბრიტანული მხარე მას პერიოდულად გადახედავს.


ამასთან ერთად, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ნებადართული გახდა რუსული წარმოების გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) საზღვაო გზით ტრანსპორტირება. ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის 2022 წლიდან დაწესებული დანარჩენი შეზღუდვები კვლავ სრულად მოქმედებს.


სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქების მიზეზად გლობალურ ბაზარზე შექმნილი კრიზისი სახელდება. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებმა და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიოში მიწოდების შეფერხება და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ბრიტანეთის შიდა ბაზარზე ენერგორესურსების გაძვირებამ გაზარდა ზეწოლა მთავრობაზე, რამაც მათ ხელმისაწვდომობის პრობლემის გადასაჭრელად ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა.


პარალელურად, ანალოგიური მიზეზების - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების - გამო, შეერთებულმა შტატებმა 18 მაისს დამატებით 30 დღით გაახანგრძლივა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო იმპორტზე გაცემული ლიცენზია, რომელიც დროებით აჩერებს უკრაინის ომის გამო დაწესებულ სანქციას.


სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, შექმნილმა კონფლიქტმა და ნავთობზე ფასების ზრდამ რუსეთს საშუალება მისცა, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ექსპორტით რეკორდული მოგება მიეღო. კერძოდ, 3 მაისამდე არსებული მონაცემებით, მოსკოვის ყოველკვირეული შემოსავალი ამ მიმართულებით საშუალოდ 2.42 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა.