გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინა

20-05-2026

შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვეტერინარული კლინიკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდივიდუალური მეწარმე ზ. გ. -ის (მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა N22) კუთვნილ ვეტერინარულ კლინიკაში „ოთხი თათი". სახელმწიფო კონტროლის დროს ობიექტში აღმოჩნდა ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი.


სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.