გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: აი, ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა - რა მომენტშიც ხაზარაძე ამ ორი არარაობის გაქრობას მოინდომებს, გაქრებიან და სველი ადგილიც არ დარჩება მათგან, პოლიტიკაში

21-05-2026

აი ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა, - წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, „ლელოს“ ლიდერებზე, გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე, რომლებმაც ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუკპოსტი ხაზარაძის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით „არასაინტერესოდ“ მიიჩნიეს, თავად ჯანგირაშვილს კი „ლუზერი“ უწოდეს.


მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გეგელია და გალდავა პოლიტიკაში არიან, არის მამუკა ხაზარაძის სურვილი, „ყურმოჭრილი მონები ატივტივოს“.


„ერთადერთი მიზეზი, რატომაც პოლიტიკაში არიან, არის ხაზარაძის სურვილი ყურმოჭრილ მონებად ვინც გამოადგა, ატივტივოს.


რა მომენტშიც ხაზარაძე ამ ორი არარაობის გაქრობას მოინდომებს, გაქრებიან და სველი ადგილიც არ დარჩება მათგან, პოლიტიკაში.


ნინო ჯანგირაშვილს ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკადრებენ, რომ ნინომ კითხვა დასვა, როდის გაგვაგებინებთ ამომრჩევლებს რომ ხაზარაძემაც გახარიასავით მოკურცხლაო - ოღონდ გაცილებით დელიკატურად.


ხმა მისცა ჯანგირაშვილმა ხაზარაძეს და ბუნებრივად დაინტერესდა, მისი ხმა სად წავიდა.


და აი, ასე პასუხობენ. ესაა ავტოკრატია! აი ეს უნდა ჩაირეცხოს - არა ანგარიშვალდებული პოლიტიკური არარაობების დოღი თავისი კორუმპირებული ტელევიზიებიანად“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.