გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხაელ როთი: ბულგარეთის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის სულელური დაბრკოლება უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს - ბულგარეთის ახალ მთავრობას ამის უნდა რცხვენოდეს

23-05-2026

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში ბულგარეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც არ აპირებს შეცვალოს თავისი პოზიცია ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და წერს, რომ ბულგარეთის უაზრო დაბრკოლებები ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს.


როთის თქმით, ეს ყველაფერი ასუსტებს ევროკავშირს და მხოლოდ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული აქტორების ინტერესებს ემსახურება.


„ბულგარეთის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის სულელური დაბრკოლება უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს. ეს ასუსტებს ევროკავშირს, დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციას ახდენს და მხოლოდ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული აქტორებისთვის მოაქვს სარგებელი. ბულგარეთის ახალ მთავრობას ამის უნდა რცხვენოდეს”, - წერს როთი.