გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს

24-05-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  ცხოველთა მოყვარულებთან  აქტიური  მუშაობის  შედეგად,   მარტვილის მუნიციპალიტეტიდან  იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაავადება ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი   42  ძაღლიდან 15-ს  ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი.


კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF), სააგენტოს ოფიციალურად მომართა. სპეციალისტების მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ მიმკედლებელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც  აკმაყოფილებს  დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას.   


 ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა, უსაფრთხოების წესების სრული  დაცვით, ძაღლები თავშესაფრიდან მიმკედლებელთან გადაიყვანეს, სადაც 6 თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) ზედამხედველობა მიმკედლებლის პასუხისმგებლობით  დაწესდება.


22 მაისის მონაცემებით, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში 27 ძაღლი რჩება. ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მიერ განიხილება ძაღლების მიკედლების მსურველი კიდევ ერთი პირის განცხადება. სპეციალისტები სწავლობენ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. გადაწყვეტილება,  კანონმდებლობის,  ცხოველთა კეთილდღეობის, საზოგადოების უსაფრთხოებისა  და სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ძაღლების მიმკედლებელთან გადაყვანას, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით,  ჰიპეპოპულაციის მართვის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ.


მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ (ქ. ქუთაისი) თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, რომელთაგანაც 9 მოკვდა, მათ შორის, 3 ძაღლს ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დაუდასტურდა, ხოლო 6 -ის სიკვდილის მიზეზი თანმდევი დაავადებები გახდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოყვარულებს, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაკვირვების ქვეს მყოფ ძაღლებს, დადგენილ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასცემს.