გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქალაქ მაიამიში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

25-05-2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ქალაქ მაიამში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია პროექტის „Wines of Georgia on Tour“ გაიმართა.


მოწვეულ ადგილობრივ პროფესიონალებს ქართული ღვინო ამერიკელმა სომელიემ  ალეგრა ანჯელომ წარუდგინა.


დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 60-მდე ქართული ღვინო. მონაწილეების მხრიდან ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.


„Wines of Georgia on Tour" (საქართველოს ღვინოები ტურნეზე) ფარგლებში, ანალოგიური ღონისძიება ჩიკაგოშიც ჩატარდა.  ქართული ღვინის წარდგენა მსგავს ფორმატში აშშ-ის სხვადასხვა შტატში გაიმართება და მიზნად ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნას ისახავს.


ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა და სადეგუსტაციო ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს.