გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

26 მაისს ღვინის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში კონცეფციით "საქართველო ღვინის სამშობლო" წარსდგება

25-05-2026

26 მაისს, ქალაქ ამბროლაურში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საზეიმოდ მოწყობილ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა.


11.00 საათიდან სტუმრებს ადგილობრივი მეღვინეები და მეწარმეები უმასპინძლებენ, ბავშვებისთვის მოეწყობა შემეცნებით-გასართობი სივრცე, გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.


ტრადიციულად, 17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება - ანსამბლი "სულიკო" საქართველოს ჰიმნს შეასრულებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღის ბოლოს გალაკონცერტით დასრულდება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. რუსთავაში და ქ. ფოთში გაიმართება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.