გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს საიმიჯო ბანერები შანხაის ქუჩებსა და აეროპორტში- მზადება ITB China-სთვის

25-05-2026

აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის, ITB China-ს დაწყებამდე, შანხაიში 400-მდე ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერები განთავსდა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, შანხაის საერთაშორისო აეროპორტსა და ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებულ სარეკლამო ბილბორდებზე ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველი და საინტერესო ადგილებია ასახული.


26-28 მაისს დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.


საქართველო გამოფენაზე მასშტაბური სტენდით, მრავალფეროვანი ტურისტული და კულტურული პროგრამით წარდგენა.


საქართველოდან ITB China-ზე 30-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობს.