გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

25-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშკოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მოქალაქეებს ცირკული ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში, ერთ შემთხვევაში კი - კუთვნილ ქვის სამსხვრევ ობიექტზე ჰქონდათ დამონტაჟებული.


გურიასა და სამეგრელოში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).


ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად პატრულირებენ.  ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.


ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში, ქვეყნის მასშტაბით 20 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი.