გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

25-05-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს.სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს.


სამ ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: ინდივიდუალური მეწარმე გ. ნ. (მისამართი: წყალტუბო, სოფ მუხიანი), ინდივიდუალური მეწარმე ბ. მ. (გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) და  ფიზიკური პირი ლ. ს. (სენაკი, სოფელი თეკლათი) საქმიანობდნენ სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, რის გამოც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.