გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე: ჩვენ არათუ უარი ვთქვით, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება

25-05-2026

ჩვენ არათუ უარი, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთგზის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


მისივე თქმით, ეს პოზიცია არის მყარი და მკაფიო. 


„ეს საჯაროდ გვაქვს გამოხატული. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი და მკაფიო. ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის, ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.