გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 9 პროცენტით იმატა

18-12-2018

მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მლნ აშშ დოლარი (358.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით (11.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი მოდიოდა.


ამავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მლნ აშშ დოლარი (53.10 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.9 მლნ აშშ დოლარისა (53.08 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.