გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

27-05-2026

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ,,ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება. შემდეგი სესია 28 მაისს, 20:00 საათზე, ,,ლოლიტაში’’ გაიმართება და ის აგრობიზნესის თემატიკას დაეთმობა.


მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვეული სპიკერები: ,,ტელაგრის“ დამფუძნებელი - ირაკლი ჩიქავა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე და ,,აგროქიზიყის“ დამფუძნებელი - ბექა გონაშვილი, დამსწრე აუდიტორიას საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გაუზიარებენ იმაზე, თუ როგორ უნდა წამოვიწყოთ აგრობიზნესი, რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ გზაზე და სად უნდა მოვიძიოთ რესურსები აგროსაქმიანობის დასაწყებად.


28 მაისის შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა, ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა


თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანი სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესების და გამოწვევების წარმოჩენა და მათ საპასუხოდ, ბაზრის მოთამაშეების განსხვავებული ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარებაა.


წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!