გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა

27-05-2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში  სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის  გამოფენა გაიმართა.

 

გამოფენები თბილისის გარდა, ქვეყნის კიდევ 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა. სამხედრო საგამოფენო სივრცეების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ ბათუმის, ქუთაისის,  მცხეთის, რუსთავის,  თელავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალციხეს, ახალქალაქის, მარნეულის,  საჩხერეს, სენაკის, მარტვილის, აბაშას, წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ადგილობრივ მოსახლეობასაც.

 

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენმა აპარატებმა გადაიფრინეს. სადემონსტრაციო ფრენებში მონაწილეობა მიიღო 12-მა საფრენმა აპარატმა, მათ შორის: სატრანსპორტო მრავალფუნქციურმა შვეულმფრენმა UH-1H “იროკეზებმა”, საბრძოლო მოიერიშე შვეულმფრენებმა - MI-24 და საბრძოლო მოეიერიშე თვითმფრინავებმა - SU -25.

 

თბილისში სამხედრო საგამოფენო სივრცე მოეწყო თავისუფლების მოედანზე, რომელსაც მოსახლეობა, შვილებთან ერთად, სტუმრობდა. მათ თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული  ეროვნული წარმოებისა და უცხოური ტექნიკის, მათ შორის, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ სერიის მრავალფუნქციური ჯავშანმანქანების, საავიაციო, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო  და საინჟინრო სისტემების,  სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღის, სამედიცინო და სამთო აღჭურვილობის  გაცნობისა და დათვალიერების  შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედროები მოქალაქეებს გაესაუბრნენ და მათ შვილებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.