გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

27-05-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ  ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.


საქართველოს დელეგაცია შეხვდა კომპანია Trip.com-მარკეტინგის რეგიონულ დირექტორს სუმერ ვონგს, ასევე კომპანია Messe Berlin-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს დევიდ რუეთს.


შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.


შეხვედრები საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB China ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.