გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მეტყევე-ტაქსატორების მომზადების სასერტიფიკატო პროგრამა 4 ივნისიდან იწყება

27-05-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მეტყევე-ტაქსატორების მომზადების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა იწყება. ექვსკვირიანი კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, მათ შორის საველე სამუშაოებს ბაკურიანსა და მცხეთაში.


კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს, აზომვისა და შეფასების მეთოდებს და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საველე პირობებში. მიღებული ცოდნა მათ შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ ტყის მართვის გეგმების მომზადებასა და სატყეო ღონისძიებების დაგეგმვაში.


პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისა და სპეციალისტებისთვის, რომლებიც სატყეო და გარემოსდაცვით სფეროში პროფესიულ განვითარებას გეგმავენ. მეტყევე-ტაქსატორის პროფესია ტყის მართვის სისტემაში ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს, რადგან სწორედ ეს სპეციალისტები უზრუნველყოფენ ტყის რესურსების შეფასებას, ინვენტარიზაციასა და მონაცემთა ანალიზს.


საქართველოში ტყის სექტორის განვითარებისა და მდგრადი მართვის მიმართულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ტყის რეფორმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს. რეფორმის მთავარი მიზანია ტყის რესურსების ეფექტიანი, თანამედროვე და მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროებას.


„ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეტყევე-ტაქსატორების მომზადებას, რადგან ტყის სწორი აღრიცხვა, შეფასება და მართვა პროფესიონალი კადრების გარეშე შეუძლებელია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი აქვს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას გარემოსდაცვითი განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ცენტრი აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის სფეროში კვალიფიციური ადამიანური რესურსის გაზრდაზე, თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებაზე და ახალგაზრდებისთვის კონკურენტუნარიანი განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნაზე”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

სასერტიფიკატო პროგრამა 4 ივნისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება.