27-05-2026
მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის მიერ 3 კომპანიის დასანქცირების საკითხს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება.
„მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ეს არის ბრიტანული ხელისუფლების საქმე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.