გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი: ახალი პატარა ტალღაა წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის ფორმულა

27-05-2026

ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის ფორმულა. 


„ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის ღალატის ფორმულა, ბატონი კანდელაკი. ჩვენი ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე", -  განაცხადა პრემიერმა.