გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის კადრებზე: ეს აბსოლუტურად მიუღებელია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ექნებათ სათანადო რეაგირება

27-05-2026

მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
 
პრემიერის თქმით, ამის შესახებ საზოგადოება იქნება ინფორმირებული.
 
„მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება და ამაზე საზოგადოება იქნება ინფორმირებული", - განაცხადა პრემიერმა.