გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

28-05-2026

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის  მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.


სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი  სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე   დაასაწყობა, ხოლო შემდეგ, პირად მფლობელობაში  არსებული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით  ცდილობდა ტრანსპორტირებას. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,  მასალები  გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. უკანონოდ მოპოვებული  და დასაწყობებული ხე-ტყე, ასევე, სპეცტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება გადატანილი იქნება ლენტეხის სოფელ ლესემის „საქმიან ეზოში“.


ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ტყის მონოტორინგის და კონტროლის გამკაცრების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები პატრულირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  მიმდინარეობს. ნებისმიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ტარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები.