გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლაგოდეხში სადრენაჟე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

28-05-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სადრენაჟე და საირიგაციო სისტემების მოწესრიგების ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და ნატანისგან იწმინდება. კოლექტორის გამტარუნარიანობის გაზრდა უხვი ნალექის დროს მიწების დატბორვის რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაჭაობებისგან დაცული იქნება 200 ჰექტრამდე მიწის ფართობი.


სადრენაჟე მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფელ ჭიაურსა და სოფელ ვარდისუბანში. მსგავსი ტიპის პროექტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის და მორწყვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.