გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფელ უდაბნოში მესაქონლეობის მიმართულებით 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა

28-05-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სოფელ უდაბნოში მესაქონლეობის მიმართულებით 2-დღიანი ტრენინგი გამართა. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 21 ადგილობრივი, რომლებმაც დარგში თანამედროვე მიდგომების, პრაქტიკული გამოცდილებისა და ეფექტიანი მეცხოველეობის მართვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.


ტრენინგის მიზანი იყო მესაქონლეობის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე აგრარული პრაქტიკების გაცნობა და იმ უნარების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრარული მიმართულებით რეგულარულად ახორციელებს საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებს, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება, ასევე აგრარული სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ცენტრი სისტემატურად ატარებს თემატურ ტრენინგებს, რომლებიც ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე.