გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

28-05-2026

„არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის“, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.


სააკაშვილი იმედოვნებს, რომ თენგო თევზაძეს ეყოფა გამბედაობა და მოქალაქეს ბოდიშს მოუხდის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო.


„თენგიზის გამოსვლა აქციაზე მე მომეწონა, მაგრამ ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთ მოქცევას. იმედია თენგიზს ეყოფა გამბედაობა და ამ ძალიან კარგ ბატონს საჯაროდ მოუხდის ბოდიშს,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.


Share on Facebook