29-05-2026
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 140-ე და 169-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გარემოსდაცვით თემებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა და კლიმატის ცვლილება.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ ძირითადი გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ, რომლებიც დღეს მსოფლიოსა და საქართველოში აქტუალურია, ასევე იმ გზების შესახებ, რომლებიც გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას ემსახურება. შეხვედრებზე ასევე განიხილეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ქცევის მნიშვნელობა, მათ შორის ნარჩენების შემცირება, რესურსების ეფექტიანი გამოყენება და მდგრადი პრაქტიკების დანერგვა.
მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებას და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას გარემოს მიმართ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი რეგულარულად ახორციელებს საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ეკოლოგიური განათლების გაძლიერებას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.