გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ ხირსაში დამშრობი არხის 1500-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისგან იწმინდება

29-05-2026

საქართველოს რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შპს „საქართველოს მელიორაცია“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხირსას ტერიტორიაზე არსებულ დამშრობ არხს დანალექი გრუნტისგან წმენდს.


არხის 1500-მეტრიანი მონაკვეთი სრულად გათავისუფლდება დროთა განმავლობაში დალექილი ქვიშისა და ნაგვის ფენისგან, რაც წყლის შეგუბებას და მიმდინარე ტერიტორიების დაჭაობებას იწვევდა.


სამუშაოების დასრულების შემდეგ არხში გამტარუნარიანობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. შედეგად, 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ თავიდან აიცილონ უხვი ნალექით გამოწვეული ზიანი და აწარმოონ ხარისხიანი მოსავალი.


სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას.