| « სექტემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | ||||
29-05-2026
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა აიცილა.
ლევან დარბაიძე აცხადებს, ერთ-ერთი ბრალდებული მისი მეუღლის ნათესავია და გადაწყვეტილებაც ამ ფაქტს უკავშირდება.
„საქმე ავიცილე იმიტომ, რომ ერთ -ერთ ბრალდებულთან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა ნათესაური კავშირი. ჩემი მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი ბრალდებული. საქმეს ერთვის ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მეტ დეტალზე არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და ჰკითხეთ მხარეებს“, - განუცხადა ლევან დარბაიძემ „ინტერპრესნიუსს“.