გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით მოქმედი ფრინველთა სასაკლაო დაჯარიმდა და დაიხურა

1-06-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ.მ. (მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. პატარა გარეჯვარი) სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, რეალიზაციის მიზნით კლავდა ფრინველს. ამავდროულად, მეწარმე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და არ ჰქონდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარება.


კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.


სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.