გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

1-06-2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კასპის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი  ღონისძიებებით აღინიშნა.


სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გამართულ კონცერტში კასპის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებმა და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.


ბავშვებისთვის მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობა იყო მოწყობილი. მათ განწყობაზე ზრუნავდნენ კოსტუმირებული ზღაპრის გმირები. ასევე, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ ატრაქციონებით და დასწრებოდნენ  საპნის ბუშტებისა და ქაფის შოუს.


ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, სადაც წარმოდგენილი იყო თოჯინები, სათამაშოები და მათი სხვა ნამუშევრები. კასპის პროფესიული კოლეჯი კი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ბამბის ნაყინითა და ბატიბუტით გაუმასპინძლდა.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივები დაესწრნენ.