გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან

1-06-2026

ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა ვერა იუროვამ აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინაზე გაცილებით დიდი ხანია ელოდებიან.


ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა, ვერა იუროვამ „ევრო ნიუსთან“ ინტერვიუს დროს, წამყვანის კითხვაზე, „ვინ უნდა გახდეს ევროკავშირის შემდეგი წევრი“ აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ბევრ ადამიანს ესაუბრა, რომლებიც დაიღალნენ იმით, რომ 20 წელია მოლოდინის რეჟიმში არიან.

მას მიაჩნია, რომ ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.


„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ადამიანს ვესაუბრე დასავლეთ ბალკანეთიდან და ისინი უკვე დაიღალნენ იმით, რომ ფაქტობრივად 20 წელია „მოსაცდელ ოთახში“ არიან. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იყოს და რაღაც ნაბიჯი გადაიდგას. დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ სჭირდებათ ევროპა“, - განაცხადა ვერა იუროვამ.