გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდა

2-06-2026

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპსსაქართველოს მელიორაცია ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციას რეგულარულად აგრძელებს.


მარნეულის მუნიციპალიტეტში აღმაშენებლის მაგისტრალური არხის გამანაწილებელ ქსელზე 1-კილომეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისგან გაიწმინდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა წყლის გამტარუნარიანობა.


გარდა ამისა, წყლის დანაკარგის მინიმუმადე  შემცირების მიზნით, 100 მეტრის სიგრძეზე აღდგა ამორტიზებული მილსადენი, ხოლო დაზიანებული ღარების ნაცვლად 100-მეტრიანი აკვედუკი მოეწყო.


აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საირიგაციო წყლის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას.