გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები გორში მებაღე ფერმერებს შეხვდნენ

2-06-2026

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა გორში მებაღე ფერმერებთან საინფორმაციო  შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს ფერმერებისთვის ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის გაცნობა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.


შეხვედრის ფარგლებში ლაბორატორიის სპეციალისტებმა მებაღეებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევები და თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდები გააცნეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა დაავადებისა და მავნებლის დროული გამოვლენის მნიშვნელობას, რაც ხარისხიანი და ჯანსაღი მოსავლის მიღებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.


ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს, თუ როგორ ამოიცნონ მცენარეებში სხვადასხვა ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადების სიმპტომები. ფერმერებმა სპეციალისტებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია ნიმუშების სწორად აღებისა და ლაბორატორიაში წარდგენის პროცედურების შესახებ.


ფერმერებთან მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სფეროში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას და სამომავლოდ მათ მოთხოვნებზე მორგებული კვლევების დანერგვას. რეგიონებში ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, ისე თანამედროვე ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.