გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია

2-06-2026

ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია ყველა თვალსაზრისით, მათ არ აქვთ ხალხის ნდობა, ინსტიტუციურად აბსოლუტურად დასუსტებულები არიან, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციაში არის პერსონალური დაპირისპირებები, რაც ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისა და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის ძალიან კარგია.


„ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული ყველა თვალსაზრისით. იცით, რომ მათ არ აქვთ ხალხის ნდობა. ინსტიტუციურად ისინი არიან აბსოლუტურად დასუსტებულები, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური. არის პერსონალური დაპირისპირებები, ჩვენ ამას შორიდან ვადევნებთ თვალყურს. ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვის და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის ეს პროცესები არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ აუცილებლად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად განსაკუთრებული გულისყურით წარვადგენთ ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.