გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის შესაძლებლობების განვითარებას

2-06-2026

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება.


„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისტორიული პროექტი გავხსენით, ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს პროექტიც არის იმის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. დღევანდელი დღე არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება,"- აღნიშნა პრემიერმა.