გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მყოფ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე უმასპინძლეს

2-06-2026

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას  ესტუმრა. სამხედრო ქვედანაყოფში მას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. 

 

სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზის ინფრასტრუქტურა, სარდლობის შეიარაღება და აღჭურვილობა დაათვალიერეს. შეხვედრაზე მათ სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სარდლობის საქმიანობა გააცნო და სამახსოვრო დაფა გადასცა. 

 

სამხედრო ქვედანაყოფში, ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.