გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა

3-06-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) მე-20 გენერალურ ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. გენერალური ასამბლეა ევროპის მეტროლოგიური საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონალური პლატფორმაა და მასში მსოფლიოს 40 ქვეყნის 110-ზე მეტ დელეგატი მონაწილეობს.


ასამბლეა წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით ტარდება.


„საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკის მდგრადი განვითარება, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და ევროპულ ბაზრებთან უფრო ღრმა ინტეგრაცია წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ კი მეტროლოგიის სფეროს გაძლიერებასა და მის შესაბამისობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველო EURAMET - ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის და მეტროლოგიის დარგში გატარებული რეფორმების აღიარებას წარმოადგენდა. "ამ მნიშვნელოვანი თარიღიდან ორ წელიწადში ისეთი გავლენიანი ევროპული ორგანიზაცია, როგორიც EURAMET - ია, საქართველოში გენერალურ ასამბლეას ატარებს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს საქართველოსა და მეტროლოგიის სექტორის საერთაშორისო აღიარებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


როგორც თამარ იოსელიანმა განაცხადა, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი ეროვნული მეტროლოგიური სისტემის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო და მიკვლევად გაზომვებს, მრეწველობის მხარდაჭერას, ექსპორტის ხელშეწყობასა და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. მინისტრის მოადგილის თქმით, ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა დამოკიდებულია საიმედო, საერთაშორისოდ აღიარებულ და მიკვლევად გაზომვებზე, რაც მეტროლოგიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინსტრუმენტად და კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორად აქცევს.


გენერალურ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვიდა EURAMET-ის თავმჯდომარე დოლორეს დელ კამპო. ღონისძიების ფარგლებში, დელეგატები აქტიურად განიხილავენ ისეთ გლობალურ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს, როგორიცაა მეტროლოგიის სტრატეგიული განვითარება, კვლევებისა და ინოვაციების სამომავლო გეგმები, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.