გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო არხები გაიწმინდა

3-06-2026

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით,   კართუბნის სამელიორაციო არხის გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოს ტერიტორიაზე მდებარე კოლექტორის 1000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და ბალახეული საფარისგან გაიწმინდა. არხში დაგროვებული ნატანი მასა წყლის თავისუფალ მოძრაობას აფერხებდა, რის გამოც უხვი ნალექის პერიოდში არხი სრულად ივსებოდა და მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის დატბორვის საფრთხეს ქმნიდა.


განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არხის გამტარუნარიანობა, შემცირდება სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვის რისკი და შეიქმნება უკეთესი პირობები აგროსექტორის განვითარებისთვის.