გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა

3-06-2026

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღია ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფილმის ჩვენება, სკულპტურული თაბაშირისა და სურნელოვანი სანთლების დამზადების მასტერკლასები და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი გიორგი არსენიძე.

 

ცენტრი DVV International-ის საქართველოს ოფისის ინიციატივით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით 2023 წელს დაფუძნდა და დღემდე წარმატებით ემსახურება განათლების ხელმისაწვდომობისა და უწყვეტი სწავლების კულტურის განვითარებას მუნიციპალიტეტში.