გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სახალხო დამცველი სოფელ ხურვალეთში არსებულ ვითარებას გაეცნო

19-12-2018

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და საერთაშორისო კონფერენციის - „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეთა ნაწილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას და 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.


საქართველოს სახალხო დამცველის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სხვადასხვა ქვეყნის უფლებადამცველებს ადგილზე ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი პრობლემები გააცნეს, როგორიცაა მუდმივად მცოცავი ანექსია და ე.წ. „ბორდერიზაცია“, მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა, მოქალაქეთა უკანონო დაკავება, წამება და არასათანადო მოპყრობა, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკარგვით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირე.