გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე: მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, არ არის დიდად საინტერესო მისი განცხადებები, მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები, როგორც წესი, ისე არ ხდება ხოლმე, რაც გულში უდევს სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის თქვა

3-06-2026

კიდევ ერთხელ წამოსცდა რაღაც კაცს, მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, წამოცდენები ისე არ ხდება ხოლმე და როგორც ჩანს, რაც გულში უდევს, ის თქვა.


„არ არის დიდად საინტერესო მისი განცხადებები. მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები როგორც წესი ისე არ ხდება ხოლმე, რაც გულში უდევს სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის თქვა,"- აღნიშნა პრემიერმა.