გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

3-06-2026

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც EBRD-ის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მსგავსი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას.


„პირველი 4 თვის მაჩვენებელი პირველადი პროგნოზის წინააღმდეგ არის უფრო მაღალი, 8.3% და ამ პირობებში, ლოგიკურია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ზრდიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას. არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას.


ასევე, კორუფციის აღმოფხვრა განსაკუთრებით მაღალ დონეზე, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ესეც იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.