გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან საირიგაციო მომსახურებისა და სუბსიდირების მოდელის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

4-06-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების - წინანდლის, ვანთას, ხოდაშენისა და ბუშეტის მოსახლეობას შეხვდნენ.


შეხვედრების ფარგლებში ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საირიგაციო მომსახურების ტარიფის, მორწყვის რეჟიმების, მომსახურების პირობებისა და სარწყავი სეზონის ეფექტიანად დაგეგმვის მნიშვნელობის შესახებ.


აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერების მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში წყალმომხმარებლები იხდიან მხოლოდ პირველი მორწყვის ოპერაციის საფასურს, ხოლო დარჩენილი სამი მორწყვის ოპერაციის ხარჯს სახელმწიფო ფარავს. იგივე სუბსიდირების პირობები მოქმედებს მრავალწლოვანი კულტურების მწარმოებლებზეც.


შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა წყალსარგებლობის განრიგის დროულად გაფორმებისა და სარწყავი პროცესის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობას, რაც წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.


შპს „საქართველოს მელიორაცია“ მსგავსი ფორმატის საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად აგრძელებს, რაც მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდასა და ფერმერებთან ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებას ემსახურება.