გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რიკარდ იოზვიაკი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ვადებზე: არა 2027, ან 2030 წელი, სინამდვილეში, 10-15 წელია ის ვადა, რომელსაც ევროკავშირის დედაქალაქებში უმეტესობა რეალისტურად მიიჩნევს

4-06-2026

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ უკრაინა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში წარმატებით დახურავს ევროკავშირში გაწევრიანების 33-ვე თავს, ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს უკრაინის გაწევრიანებას იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმის საფუძველზე.


იოზვიაკი პოსტში აღნიშნავს, რომ ევროკავშირში უმეტესობას მიაჩნია, სწორედ ეს ვადებია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეალისტური.


"ბევრი გამოეხმაურა მადიარის ვარაუდს იმის შესახებ, რომ 10-15 წელიწადში უკრაინა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა ეს ვადები სინამდვილეში სწორედ ისაა, რასაც ბრიუსელში და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში ადამიანების უმეტესობა რეალისტურ პერიოდად მიიჩნევს - არა 2027 წელი, არა 2030 წელი, არამედ 2030-იან წლები“, - წერს იოზვიაკი.