გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ივანე აბაშიძე: როგორც შავი ზღვის რეგიონისა და შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს პორტების განვითარებაში, ლოგისტიკაში, ციფრულ სერვისებსა და საზღვაო კავშირების გაძლიერებაში

5-06-2026

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ Posidonia 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „Future Skills for Greener Ports: Scaling Up Certification and Workforce Capacity in the Blue Economy“ მიიღო მონაწილეობა.


როგორც ივანე აბაშიძემ გამოსვლაში აღნიშნა, პორტების მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის წარმატება მხოლოდ ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურასა და რეგულაციებზე არ არის დამოკიდებული.


„როდესაც ვსაუბრობთ დეკარბონიზაციაზე, დიგიტალიზაციაზე, ალტერნატიულ საწვავზე, ჭკვიან ინფრასტრუქტურასა და ემისიების შემცირებაზე, ყურადღება ხშირად ტექნოლოგიებზეა გამახვილებული, თუმცა, მწვანე ტრანსფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრანსფორმაციაა. ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიის წარმატებული დანერგვა დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებიც შეძლებენ მის მართვას, ტექნიკურ მომსახურებას, რეგულირებას, ინსპექტირებასა და მუდმივ გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, მზად არიან თუ არა პორტები მომავლისთვის — მნიშვნელოვანია, რამდენად მზად არის სამუშაო ძალა მომავლის გამოწვევებისთვის“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.


ივანე აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, თანამედროვე საპორტო სექტორში დასაქმებულებს უწევთ ადაპტირება ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და ალტერნატიული ენერგეტიკული სისტემები.


შესაბამისად, მისი შეფასებით, უწყვეტი სწავლება და პროფესიული გადამზადება უკვე არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა.


პანელის ფარგლებში დირექტორმა საქართველოს გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როგორც შავი ზღვის რეგიონისა და ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს პორტების განვითარებაში, ლოგისტიკაში, ციფრულ სერვისებსა და საზღვაო კავშირების გაძლიერებაში.


„თუ ადამიანურ კაპიტალში იმავე მონდომებით ჩავდებთ ინვესტიციას, როგორც ინფრასტრუქტურაში, პორტები არა მხოლოდ უფრო მწვანე, არამედ უფრო მდგრადი, ინოვაციური და მომავლის გამოწვევებისთვის უკეთ მომზადებული გახდებიან“, — აღნიშნა ივანე აბაშიძემ.


პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილე ნათია მიმინოშვილმა, რომელმაც მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანური კაპიტალის როლზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც საზღვაო და საპორტო სექტორში ახალი ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ციფრული სისტემების დანერგვას ახლავს.