გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ

6-06-2026

საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის უწყებრივი მედლით - „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ დააჯილდოვა, სამხედროების ნაწილს კი ფასიანი საჩუქრები გადასცა.


პაატა პატიაშვილმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და უწყების სახელით სამხედროებსა და მათ ოჯახებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილ-დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნვის პროცესში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და სამედიცინო დეპარტამენტის მნიშვნელოვანი როლიც აღნიშნა.