გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ კავთისხევში, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში კულტურული ღონისძიება გაიმართა

7-06-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ კულტურულ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღონისძიება კავთისხეველი პოეტის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრის, მანანა შატავიძის შემოქმედებას მიეძღვნა.


დამსწრე საზოგადოებასა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სიმონ გულედანმა და ვახტანგ მაისურაძემ. სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სალამურზე დაკვრის გამორჩეული ოსტატის, ომარ კელაპტრიშვილის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის გაგრძელება და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობისთვის უმნიშვნელოვანესია.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი „ერქვანი“ და კავთისხევის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ხალხურ საკრავთა გუნდი.